როგორ ავარჩიოთ ფილმები?

ანდრეა ბრატოსინი, ასოციაცია One World Romania, რუმინეთი

რა კრიტერიუმებს ვითვალისწინებთ?

კატალოგის შერჩევა

ყოველ წელს KineDok-ი ფილმების კატალოგზე მუშაობს, რომელშიც პარტნიორი ქვეყნებიდან ორგანიზაციის გუნდის წევრები არიან ჩართულები. თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ორ საუკეთესო თანამედროვე დოკუმენტურ ფილმს ასახელებს თავისი ქვეყნიდან. ფილმის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია კინემატოგრაფიული ღირებულება, თემების მრავალფეროვნება და სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი. ყოველწლიურად, 12-დან 16-მდე დოკუმენტური ფილმის შერჩევა შეგიძლიათ. მოგვიანებით ეს კატალოგი თითოეული სივრცის მენეჯერთან განიხილება და კონკრეტული პროგრამა მზადდება.

ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც KineDok-ის ფილმებს აჩვენებენ, შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ისინი შეიძლება მუშაობდნენ კულტურის სფეროში, იყვნენ საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები, სამოქალაქო ჯგუფების წევრები ან, უბრალოდ, კინოს მოყვარული ადამიანები. შერჩეული ფილმები ყოველთვის თანხვედრაშია კინოჩვენების ადგილის კულტურულ და ეთიკურ ღირებულებებთან. KineDok-ის კატალოგიდან შერჩეულ ნებისმიერ ფილმს შეიძლება ბევრი საერთო ჰქონდეს თქვენს ადგილობრივ კულტურასთან.

ხარისხი და თემატიკა

KineDok-ის კატალოგი აერთიანებს დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც მხატვრული ღირებულება აქვთ და სოციალური და პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს. მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა სამართლიანობა, სიტყვის თავისუფლება, მენტალური ჯანმრთელობა, მიგრაცია, კორუფცია, დაბერება, მოხუცები საზოგადოებაში, ძალადობა და ოჯახური ტრავმა, უმცირესობები, უთანასწორობა, კოლექტიური ტრავმა, გარემო და კლიმატის ცვლილება და კიდევ ბევრი სხვა.

"ქვეყანაში ახლა ისეთი პოლიტიკური კონტექსტია, რომ ძირითადად, ქართულ ფილმებს ვაჩვენებთ. ზოგადად, ისეთ ფილმებს ვანიჭებთ უპირატესობას, რომლებიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დააინტერესებთ, მათ შორის, ფოტოგრაფებს. რამდენიმე თვით ადრე ვიცით ხოლმე ჩვენებების განრიგი, ამიტომ ერთი კვირით ადრე ვწყვეტთ, რომელი ფილმი ვაჩვენოთ”

(ნატალი, KineDok-ის კოორდინატორი, საქართველო)

გარე თუ შიდა ჩვენება?

სივრცე, სადაც ფილმს აჩვენებთ

ჩვენებები იმ ადგილს და ატმოსფეროს უნდა მოარგოთ, რომელსაც აირჩევთ. მაგალითად, უფრო მეინსტრიმული ფილმების ნახვა გარე სივრცეშიც შესაძლებელია: ბარში, პაბში; საავტორო ფილმებისთვის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები უფრო შესაფერისია. მაინც თქვენზეა დამოკიდებული, რას აჩვენებთ და რომელ აუდიტორიას.

,,ვცილობთ, სეზონზე კატალოგის ყველა ფილმი ვაჩვენოთ. რაც შეიძლება მეტი − ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი სივრცეები კი მხოლოდ გვიან შემოდგომაზე და ზამთარში გამოვიყენოთ. ეს დაგეგმვის ნაწილია” (ზსუსი ბერეს-მალტერი, AKE-Debrecen, უნგრეთი).

Zsuzsi, AKE-Debrecen (Hungary)

სამიზნე აუდიტორია

ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის ჩვენებაზე ის აუდიტორია მოიწვიოთ, რომელსაც პოტენციურად ფილმის შინაარსი დააინტერესებს. მაგალითად, თუკი ფილმი საზოგადოებაში მოხუცების როლს ეხება, თქვენ შეგიძლიათ იმ გაერთიანების, ან არასამთავრობო სექტორის წევრები დაპატიჟოთ, რომლებიც ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობენ. ყველა ორგანიზაციას თავისი მიზნები აქვს: ზოგიერთს უნდა, რომ დოკუმენტური კინოს ლოიალური და ერთგული საზოგადოება შექმნას. ისინი, ვისაც უკვე ჰყავს, ფოკუსირებულნი არიან ჩვენების შემდეგ საინტერესო დისკუსიებზე.

„ჩვენ ჩვეულებრივ ვატარებთ სკრინინგებს დაახლოებით ოთხი კვირის ინტერვალით. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც მათ უფრო ხშირად ვაწყობთ, ეს არ მუშაობს, ძირითადად ჩვენი გუნდის წევრების დროის მიუწვდომლობის გამო. ზოგჯერ ეს ასევე დამოკიდებულია სივრცეზე. ერთხელ ჩვენ მივიღეთ ერთი სივრცე 2 დღის განმავლობაში, ასე რომ, ჩვენ მოვაწყვეთ 2 ღონისძიება ზედიზედ 2 დღე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი არ ემთხვეოდნენ სხვა რამეს. მათ საერთო თემა ჰქონდათ, ამიტომ მშვენიერი აღმოჩნდა. კვირის განმავლობაში რეგულარულად გვაქვს შიდა ჩვენებები 19:00 საათზე, რაც მაგარია ქალაქ არადისთვის. ხალხი გვიანობამდე ქალაქში არ ჩერდება. უყურებენ ფილმს, უერთდებიან დისკუსიას და საღამოს ათ საათზე სახლში არიან. ზაფხულში, ჩვენ გარეთ ვამოწმებთ იმისდა მიხედვით, თუ როდის დაიწყებს დაბნელება, შემდეგ ადამიანები უფრო დიდხანს რჩებიან.”

იოანა

გემოვნება

თქვენს, ღონისძიების ორგანიზატორის ხედვაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამავე დროს, უნდა გახსოვდეთ, რომ ფილმებს აუდიტორიისთვის აჩვენებთ და არა თქვენთვის. ბალანსია დასაცავი თქვენს ინტერესებს, გემოვნებასა და კონკრეტულად თქვენი აუდიტორიის ინტერესებს შორის.

კურატორული ხედვა

,,ფილმების შერჩევა შემოქმედებითი პროცესია. შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს, მაგრამ ასეა. ვიღებ KineDok-ის კატალოგს და ვფიქრობ: პირველ რიგში, ჩემს ქალაქს რომელი ფილმები დააინტერესებს. მეორე − რომელი ფილმები უფრო შეესაბამება უკვე დაგეგმილ სხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებს; მესამე − რომელი ფილმები ეხმიანება მიმდინარე გლობალურ, თუ ადგილობრივ მოვლენებს; და მეოთხე − კონკრეტულად ჩემი აუდიტორიისთვის რომელი ფილმებია უფრო რელევანტური. ამის შემდეგ, ჩემს პრეფერენციებსაც ვითვალისწინებ. ფილმების მიმოხილვებს ვკითხულობ. მოკლედ, სიღრმისეულ მოკვლევას ვატარებ. ახლა 2-3 კვირით ადრე ვადგენ პროგრამას, თუმცა მირჩევნია, გაცილებით ადრე დავგეგმო. KineDok სერიებივით მქონდეს, მინიფესტივალი, ან კინო კლუბი. ვიცი, რომ ფილმების სელექცია მაინც ძალიან სუბიექტური პროცესია, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებ” (საიმონი, კულტურის სახლი, რუმინეთი).

ზუსტი დრო

ზოგიერთი დოკუმენტური ფილმი უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევს, თუკი კონკრეტულ დროს აჩვენებთ. დაფიქრდით, რომელი ფილმები უფრო შეესაბამება ზაფხულის, ან ზამთრის ატმოსფეროს. მაგალითად, ფილმები მოგზაურობაზე, სპორტზე, ურთიერთობებზე უფრო ზაფხულის ფილმებია.

ფილმის განწყობა

შეამოწმე კალენდარი

ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები

გაითვალისწინეთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი თქვენს ქალაქში, შეიძლება ამ დროს დაამთხვიოთ ფილმის ჩვენებაც (მაგალითად, მუსიკის ფესტივალს, გაზაფხულის/ზაფხულის დღესასწაულებს, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს - ღამე მუზეუმში, ქალაქის სახალხო დღესასწაულს და ა.შ.). ამ დროს შეიძლება უფრო მეტი მაყურებელი მოვიდეს.

,,სულ ვამოწმებ ხოლმე კალენდარს, რომ ვნახო, რამე განსაკუთრებული თარიღი ხომ არ ახლოვდება, ან რამე საინტერესო ხომ არ ხდება ქალაქში, რომელსაც KineDok-ის რომელიმე ფილმს დავუკავშირებ. დისკუსიისთვისაც ვარჩევ სტუმრებს. ხანდახან Facebook-ზე ვწერ ხოლმე, ასეთ და ასეთ ექსპერტს ვეძებ-მეთქი და რჩევებს მწერენ. რა თქმა უნდა, დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს და ამის გათვალისწინებაც გვიწევს” (ბლანკა, Furta, ჩეხეთი).

მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური საკითხები

სცადეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც თქვენს ქვეყანაში მწვავე თემებზე მუშაობენ. მაგალითად, ლგბტქ+ თემატიკის ფილმებმა შეიძლება უფრო მეტი მაყურებელი დააინტერესოს პრაიდის კვირეულში; ბოშებზე დოკუმენტური ფილმი შეიძლება აჩვენოთ ბოშათა საერთაშორისო დღეს. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ფილმი, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, უფრო სენსიტიური შეიძლება იყოს ზოგიერთ ქვეყანაში, ამიტომ მზად იყავით აუდიტორიაში მწვავე დისკუსიისთვის.

შეჯამება

ყოველ წელს, KineDok-ის კატალოგი 12-16 დოკუმენტურ ფილმს აერთიანებს, საიდანაც ადგილობრივი პარტნიორი თავისი ქალაქისთვის ფილმებს არჩევს.

ამ არჩევანს ყოველთვის განაპირობებს ის კულტურული ღირებულებები, რომლებიც ცალკეულ სივრცეს აქვს.

რამდენიმე კრიტერიუმია, რომელიც იმ დოკუმენტური ფილმების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომელთა ჩვენებასაც თქვენს ქალაქებში გეგმავთ:

ხარისხი და თემატიკა: KineDok-ის კატალოგისთვის შერჩეული საუკეთესო დოკუმენტური ფილმები აერთიანებს სოციალური და პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს.

რა სივრცეში აჩვენებთ ფილმს: კინოჩვენებები სხვადასხვა სივრცისთვის (შიდა, გარე) და ატმოსფეროსთვის შესაბამისი უნდა იყოს.

სამიზნე აუდიტორია: ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის ჩვენებაზე ის აუდიტორია მოიწვიოთ, რომელსაც პოტენციურად ფილმის შინაარსი დააინტერესებს.

გემოვნება: ბალანსი უნდა დაიცვათ თქვენს პირად ინტერესებს, გემოვნებასა და კონკრეტულად თქვენი აუდიტორიის ინტერესებს შორის.

ზუსტი დრო (სეზონი, არდადეგები): ზოგიერთი დოკუმენტური ფილმი უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევს და მეტ მაყურებელს მოიზიდავს, თუკი კონკრეტულ დროს აჩვენებთ.

ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები: გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი ადგილობრივი ღონისძიებები და სახალხო დღესასწაულები და დაამთხვიეთ მათ ფილმის ჩვენებები.

მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური საკითხები: სცადეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც თქვენი ქვეყნის მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე მუშაობენ.

წყაროები

ფოტოებ:

Film stills (Apparatgeist; White on White)

Archive of our screening venues (Muzeul Amintirilor din Comunism ArtBurg; Muzeul Cineastului Amator; Muzeul Literaturii Romane; Rezidenta Scena 9 – Bucharest Romania)

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.