მეგობრობა და ალტერნატიული კულტურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომლის გარშემოც ზაგრების ახალგაზრდობას, ომის დასრულების შემდეგ ძალიან მძიმე დროს, გაერთიანება შეეძლო.
ფილმის შესახებ
თრეილერი
ათწლიანი ომის, ნაციონალიზმისა და ეკონომიკური სიდუხჭირის სასტიკი მარწუხების შემდეგ, ხორვატი ახალგაზრდები სოციალური და კულტურული პარანოიის ფაზას ასრულებენ და ალტერნატიული მუსიკით, ფილმებით, მოგზაურობით შთაგონებულები დაკარგული იდენტობის პოვნას ცდილობენ. რეჟისორი თავისი გარდაცვილილი მეგობრის ცხოვრების ისტორიას ინტიმურ საკითხებზე ინტერვიუებით, მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოებით და მცირე საარქივო ვიდეო მასალით გვიყვება, რომელიც მან 1996-2006 წლებში შეაგროვა. ის, რასაც თავიდან სტატიკურ ვიზუალურ ფრაგმენტებში თანმიმდევრობით ვხედავთ, სინამდვილეში, ერთი იდუმალი ადამიანის ბედისწერაა. Ან, მეგობრობა, რომელიც იმ დროის უნიკალურობას აღბეჭდავს და იმ მოგონებებს, რომლებიც მაშინდელი მოზარდი თაობის ბუნებაშია შემორჩენილი.
ორიგინალური სათაური:
O Jednoj Mladosti
რეჟისურა:
Ivan Ramljak
ხანგრძლივობა:
78 წუთი
წელი:
2020
აუდიო:
ქვეყანა:
ხორვატია
პროდიუსერები:
Matej Merlic
წარმოება:
Academy of Dramatic Arts Zagreb
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.