რედაქტორი: ჰანა კულჰანკოვა
განვიხილოთ ჩვენებასთან დაკავშირებული სირთულეები. ფილმებს მხოლოდ კინოთეატრები აღარ აჩვენებენ. ფილმის ჩვენება უკვე შესაძლებელია კაფეებში, გალერეებში, ბიბლიოთეკებში და გემზეც კი! მრავალი წლის მანძილზე KineDok-მა არაერთი ჩვენება გამართა გამორჩეულ და განსხვავებულ სივრცეებში, ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვაქვეყნოთ სახელმძღვანელო, რომელიც სასარგებლო რჩევებით და პრაქტიკული მაგალითებით დაგეხმარებათ.
ჩვენ ათობით ორგანიზატორი გამოვკითხეთ ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, ხორვატიიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან და მათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ვთხოვეთ. ონლაინ პუბლიკაციით შეგიძლიათ, მეტი გაიგოთ მათთან განხილული საკითხების შესახებ, როგორიცაა: დაინტერესებული ადამიანების შემოკრება, ტექნიკური საკითხების მოგვარება, სამართლებრივ საკითხებთან გამკლავება, ეფექტიანი კომუნიკაციის შემუშავება, ახალი აუდიტორიის დაინტერესება და პროგრამის დაგეგმვა და მხარდაჭერა.
ეს თავი იკვლევს დოკუმენტური კინოს კომპლექსურ ხასიათს და მის განმარტებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აინტერესებს, რა გავლენა აქვს შემოქმედებით პროცესს და თავად ავტორს რეალობის წარმოჩენაზე.
ამ ტექსტში გაიცნობთ KideDOK-ს, როგორც ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც რეჟისორებსა და აუდიტორიას შორის დისკუსიას შესაძლებელს ხდის. ამ თავში კინოს კოლექტიურ ბუნებაზე და მაყურებელთან გაზიარების ძალაზეც წაიკითხავთ, რომელსაც KineDOK უწყობს ხელს.
ამ თავში წაიკითხავთ, როგორ შემოიკრიბოთ აუდიტორია. კულტურული ღონისძიება, რომელიც ფილმის ჩვენებას გულისხმობს, იმ ადამიანებისთვის ეწყობა, რომლებმაც უნდა ისიამოვნონ და სხვებთან დისკუსია გამართონ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ფილმებმა არა მხოლოდ განსხვავებული პოზიციების ადამიანები დააკავშიროს, არამედ განსხვავებული პროფესიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებიც.
KineDok-ის ქსელის წევრობა ნიშნავს დოკუმენტური კინოს მოყვარულების გაძლიერებას, რადგან ეს ფილმები მათ ცხოვრებას ასახავს, მათ თვალსაწიერს აფართოებს სამყაროზე, კომპლექსურ საკითხებზე, დისკუსიებს ახალისებს და ქმნის სივრცეს გაზიარებისთვის, რეფლექსიისთვის, გართობისთვის. ამ თავში ჩვენი ფოკუსი აუდიტორიის მოზიდვაზე იქნება. ის სპონტანურად არ იქმნება, ამისთვის ყოველდღიური შრომაა საჭირო. დავიწყოთ!
ეს თავი იკვლევს იმ სივრცეებს, სადაც დოკუმენტური ფილმები შეიძლება აჩვენონ. ტრადიციული კინოდარბაზებიდან დაწყებული, ისეთი ადგილებით დამთავრებული, როგორებიცაა: კაფე, გალერეა, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. მოკლედ, შესაძლებლობები ამოუწურავია. ამის მიუხედავად, ამ ქვეთავში ხაზგასმულია ჩვენების ორგანიზატორის მნიშვნელობა და Do it Yourself დამოკიდებულება, რომელიც სივრცის მენეჯერების დამოუკიდებელ მუშაობას და მონდომებას გულისხმობს და რაც პრინციპში, მთელ KineDOK საზოგადოებას აერთიანებს. სწორედ ეს ქმნის KineDOK-ს უნიკალურს და მას კინო მოყვარულთა მიზიდულობის ცენტრად აქცევს.
,,ქართული კინო საფრთხეშია,” ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია” - ბოლო რამდენიმე თვეა ეს სლოგანები ყველაზე ხშირად გვესმის საქართველოში კულტურის პოლიტიკაზე და მის მომავალზე მსჯელობისას. 2023 წლის ივნისიდან კინოს სფეროს წარმომადგნელები საპროტესტო აქციებს მართავენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწყებული რეორგანიზაციის წინააღმდეგ. კინოინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებმა და რეფორმებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქართული დოკუმენტური კინოს განვითარებაზე, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.
ყოველწლიურად, KineDOK-ი 12-დან 16-მდე დოკუმენტურ ფილმს არჩევს. თითოეული სივრცის მენეჯერი ამ კატალოგიდან ირჩევს, რომელი ფილმი აჩვენოს თავის ქალაქში. ყველა მათგანს განსხვავებული მუშაობის სპეციფიკა აქვს, შესაბამისად ამზადებენ პროგრამასაც და ფილმთან ერთად თანმხლებ ღონისძიებებსაც. ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, 7 კრიტერიუმი გამოვყავით, რომელიც იმ დოკუმენტური ფილმების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომელთა ჩვენებასაც თქვენს ქალაქებში გეგმავთ.
ისევე როგორც თითოეული ფილმი, ყველა კულტურული სივრცეც უნიკალურია და თავისი აუდიტორია ჰყავს. ვინ არის პოტენციური აუდიტორია? კომუნიკაცია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მისი საშუალებით ვამყარებთ კავშირებს, ვიცნობთ უცხო ადამიანებს, ვცვლით ინფორმაციას. პარადოქსულია, მაგრამ სოციალური ქსელების გაჩენასთან და მედიის განვითარებასთან ერთად, კომუნიკაცია უფრო გართულდა.
ერთგვარ საინფორმაციო ხმაურში მნიშვნელოვანია, საინტერესო იყოთ. აუდიტორიას არამხოლოდ უნდა მისწვდეთ, მათი ინტერესიც უნდა დაიმსახუროთ. სწორი კომუნიკაცია მიზნობრივ მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობას გულისხმობს. კომუნიკაციის სტრატეგია მორგებული უნდა იყოს როგორც სივრცეზე, ასევე ფილმზე, რომლის ჩვენებასაც გეგმავთ.
ამ თავში განვიხილავთ აუდიტორიის პოვნის და მისი შენარჩუნების შესაძლებლობას მათი ჩართულობის და კინო განათლებაზე აქცენტირების გზით. ვისაუბრებთ თამამ გადაწყვეტილებებზეც, რომელთა მიღებაც პროგრამის შედგენისას მოგიწევთ, ან დამატებითი ღონისძიებების ორგანიზების აუცილებლობაზე, შემოქმედებით კამპანიებზე და კინოთეატრის მისაღებ ოთახად გადაქცევის იდეაზე.
,,ქართული კინო საფრთხეშია,” ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია” - ბოლო რამდენიმე თვეა ეს სლოგანები ყველაზე ხშირად გვესმის საქართველოში კულტურის პოლიტიკაზე და მის მომავალზე მსჯელობისას. 2023 წლის ივნისიდან კინოს სფეროს წარმომადგნელები საპროტესტო აქციებს მართავენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწყებული რეორგანიზაციის წინააღმდეგ. კინოინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებმა და რეფორმებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქართული დოკუმენტური კინოს განვითარებაზე, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.
მიმდინარე თავში აღვწერთ იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ზაგრებში, Dokukino KIC-ში ბავშვებისთვის , თინეიჯერებისთვის და ახალგაზრდებისთვის შევქმენით. განვიხილავთ ორგანიზატორების ძალისხმევას, რომლის მთავარი მიზანიც ფილმის შერჩევის, წარმოების და გავრცელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება იყო.
KineDok-ის დისტრიბუციის სისტემის მოკლე შესავალი, ჩვენი ფილმების კატალოგი და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ ჩვენებისთვის თავადაც შექმნათ სივრცე. პირველი პატარა ნაბიჯებიდან დაწყებული, დიდი, ფართომასშტაბიანი და რეგულარული ღონისძიებების ორგანიზებით დამთავრებული, ამ პროცესში 101 სახელმძღვანელოთი დაგეხმარებით, რათა საბოლოოდ კინომოყვარულთა ძლიერი თემი შექმნათ.
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.