მას შემდეგ, რაც მარიამი ტუბერკულიოზისგან გამოჯანმრთელდა, იგი ხშირად ნახულობს კოშმარებს, თუ როგორ არის მთის მაღლობზე, შუა ტყეში მდებარე სასახლეში გამომწყვდეული.
ფილმი გვიამბობს 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სპეციალური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა დაიგეგმა, 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას უფასოდ უმზადებდნენ კბილის პროთეზებს. სწორედ ამ კამპანიის სახელს ატარებს ფილმიც.
თორმეტი წლის ნიკიტა და მისი მეგობარი ვიკა, ხარკოვის მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებიან და ეძებენ ბედნიერებას, რომელიც მათ ომმა წაართვათ.
ახალგაზრდა უკრაინელი თეატრის რეჟისორი დღევანდელი ჰამლეტის მოსაძებნად გვეპატიჟება. მისი თეატრალური დადგმა გადამწყვეტი ხდება ახალგაზრდა მომხიბვლელი თაობისთვის, რომელიც დაღდასმულია ომით და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებით.
შოკი მთელი მსოფლიოსთვის, ათასობით დაღუპული ადამიანი და ნიუ-იორკის ორი ყველაზე მაღალი შენობა მიწასთან გასწორდა. მშვიდობა დიპლომატმა და ერაყის საინსპექციო კომისიის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა უნდა დაამყაროს.
ზაფხულის მზიან დილას, 10-ის ნახევარზე, ქალაქი უკვე საცობშია გახვეული. მანქანები და ავტობუსები მძიმედ მიიწევენ წინ. მეც იქვე ვარ, სკუტერით. უმოძრაო ქალაქში ნელა ვმოძრაობ და ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულები არიან მოიცადონ.
ირანსა და რუმინეთს შორის ათასობით კილომეტრით დაშორებული ორი ქალის მეგობრობის ქრონიკა და საოცრად დამუშავებული არქივი, რომელიც ასახავს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის აუხდენელ ოცნებებს.
კულტურული განსხვავებების, ყოველდღიური რასიზმისა და საკუთარი ცრურწმენების დაძლევის შესახებ ერთი დაქორწინებული წყვილის მაგალითზე.
შესაძლებელია თუ არა ერთი ფილმით ადამიანის შესწავლა? განსაკუთრებით პოლიტიკური ისტორიის რთულ პიროვნებების, ისეთის როგორიცაა ალექსანდრე დუბჩეკი?
ყოველი გაკოტრებული კომპანიის უკან ასობით განსხვავებული ადამიანური ისტორია იმალება. კორუფციის შედეგების კრიტიკული მიმოხილვა და ასევე ელეგია ქარხნისთვის, რომელიც ბოლო წამამდე წარმოადგენდა თანამშრომლების ცხოვრების მთავარ ნაწილს.
ყველა ეროვნულ კინოს ჰყავს თაობები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემდგომ თაობებზე. ამბავი სლოვაკი დოკუმენტალისტების ბოლო სამი თაობის ურთიერთობებზე.
დოკუმენტური ფილმი ასახავს ადამიანების ცხოვრებას და ისტორიულ მოვლენებს კოშიცეში ერთი საცურაო აუზის პერსპექტივით მისი არსებობის 66 წლის განმავლობაში.
ახალგაზრდა ქალები სოციალისტური უნგრეთიდან ეძებენ ბედნიერებას იტალიელ მამაკაცებთან. როგორ ვითარდება მოვლენები?
არცერთ მათგანს არ აქვს საცხოვრებელი, მაგრამ ურთიერთგაგებით ისინი ქმნიან საერთო თავშესაფარს სადღაც უნგრეთის უდაბნოში. პორტრეტი თინეიჯერი გოგონასა და სამოცდაათ წელს გადაცილებულ გულკეთილ მამაკაცს შორის.
ორი ბოშა კაცი მიემგზავრება ბუდაპეშტში მიუზიკლის გადასაღებად. მხიარული და მელანქოლიური დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შემოქმედებითობა და თვითგამოხატვის სურვილი პოლიტიკური ჩაგვრას უპირისპირდება.
სხვადასხვა სოციალური ფენის მგზავრებით სავსე ავტობუსი იწყებს მოგზაურობას, სადაც ყველას მოუწევს დაუპირისპირდეს საკუთარ რწმენას და განსხვავებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.