ნიკოლოზ ბეჟანიშვილის "აღდგომა" ხორვატიაში

ქართველი რეჟისორები KineDok-ის ქვეყნებში

გაზიარება:

KineDok საქართველოს კატალოგიდან უკვე მეორე ფილმი იმოგზაურებს საერთაშორისო მასშტაბით. ნიკოლოზ ბეჟანიშვილის ფილმს „აღდგომა“ ხორვატი მაყურებელი იხილავს და რეჟისორთან დისკუსიის გამართვას შეძლებს. 

ფილმის ჩვენების განრიგი: 

22.02 | 19:00 ზაგრები

მისამართი: Dokukino Kic

23.02 | 20:00 პულა

მისამართი: Klub & knjižara Giardini 2

2023 წლის გაზაფხულზე ფილმს „ანას პროცესი“ და მის რეჟისორებს მიეცათ რუმინეთში მოგზაურობის და იქაური მაყურებლის გაცნობის შესაძლებლობა. 

მოხარული ვართ, რომ Kinedok საქართველო კინოჩვენებების ორგანიზების და სივრცეების ხელშეწყობის გარდა, ქართული ფილმების პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბითაც ეხმარება. 

აღდგომა

, History, Politics

როცა ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენა გადაწყვიტა, სტალინის მშობლიური ქალაქის, გორის კომუნისტური პარტიის წევრებმა დაიწყეს ბრძოლა სტალინური იდეოლოგიის დასაბრუნებლად და მისი ძეგლის აღსადგენად. თუმცა, ქვეყნის ახალი რეალობის პირისპირ, მათი ოცნებები იმსხვრევა და მიზნის მიღწევა საეჭვო ხდება.

გააცოცხლეთ კულტურა თქვენს ქალაქში

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.