აუდიო: | სუბტიტრები: HR
Chai Khana და KineDok Georgia ეზოტოპიასთან ერთად ყოველკვირეულ ჩვენებებს იწყებს. ნოემბერი და დეკემბერი ქართულ დოკუმენტურ კინოს დაეთმობა. პირველი ჩვენება 23 ნოემბერს შედგება. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფილმის რეჟისორებთან. ანას პროცესი (43’) რეჟ. თამარა მშვენიერაძე და მარიამ ჯაჭვაძე ფილმი “ანას პროცესს ”ახალგაზრდა ადვოკატის ანა აბაშიძის ბრძოლას ასახავს, საპარლამენტო ტრიბუნა მისთვის ერთ-ერთი ბრძოლის ველია. Პარლამენტი არასდროს ყოფილა ქალებისთვის უსაფრთხო სივრცე და ხშირად ქალებისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულებით იყო განმსჭვალული. დღეს, როცა კაცი პარლამენტარებისგან კვლავ ქალების შეურაცხმყოფელ ენას ვისმენთ, შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ საარქივო მასალებს, რომელიც საქართველოს პარლამენტში გენდერულად სენსიტიური კანონმდებლობის მიღებას ასახავს. მისამართი: გერონტი ქიქოძის ქ. 16
ღონისძიებაში მონაწილეობით, ვიზიტორი იძლევა ნებართვას გადაიღოს და აუდიო-ვიზუალურად გადაიღოს თავისი პიროვნება KineDok პროექტის სარეკლამო მიზნებისთვის.
ფილმის „ანას პროცესი“ მთავარი გმირი მიუყვება რამდენიმე პროცესს, სადაც კაცებით დომინირებულ სივრცეებში საკუთარი თავისთვის და სხვა ქალებისთვის ანამ უნდა გაიმარჯვოს. პატრიარქალური კულტურის მცდელობა, დაჩაგროს, გააჩუმოს და უხილავი გახადოს ქალი, ამ გამარჯვებას შეუძლებელს ხდის.
ეზოტოპია
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.