თუ ქვეყანა კანონს ეფუძნება, მაშინ ჩვენი ქვეყანა ეფუძნება კანონებს, რომლებსაც დღიდან მისი დამოუკიდებლობისა, კაცები ქმნიდნენ. დაახლოებით ამდენივე ხანია სწორედ კაცების დარწმუნების ფასად ცდილობდნენ პარლამენტარი ქალები გაეტანათ ისეთი კანონები, რომლებიც ქალებს ძალადობისგან, დისკრიმანაციისგან, ჩაგვრისგან დაიცავდათ. "ანას პროცესი" გვიყვება ქალი ადვოკატის შესახებ, რომლისთვისაც სწორედ ასეთი კანონები იქცა ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად. მათი დახმარებით ანა ახერხებს, რომ ათობით უიმედო საქმე სასამართლომდე მიიტანოს და მოიგოს კიდეც. თუმცა, ერთ წაგებულ საქმესაც თავისი ფასი აქვს და დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ასობით ქალს, ბავშვს, მოხუცსა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს. პატრიარქალურ საზოგადოებაში ანა თავადაც უნდა გადარჩეს. როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, მასაც უწევს გამოცდის ჩაბარება კაცი დეპუტატების წინაშე, რომელთა კითხვებიც ხშირად საქმესთან კავშირში სულაც არაა. ანას წარუმატებლობისა და წარმატების კვალდაკვალ, მაყურებელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მოწმე ხდება.
ფილმის შესახებ
თრეილერი
ფილმის „ანას პროცესი“ მთავარი გმირი მიუყვება რამდენიმე პროცესს, სადაც კაცებით დომინირებულ სივრცეებში საკუთარი თავისთვის და სხვა ქალებისთვის ანამ უნდა გაიმარჯვოს. პატრიარქალური კულტურის მცდელობა, დაჩაგროს, გააჩუმოს და უხილავი გახადოს ქალი, ამ გამარჯვებას შეუძლებელს ხდის.
ორიგინალური სათაური:
Ana's Trial
რეჟისურა:
Mariam Jachvadze, Tamara Mshvenieradze
ხანგრძლივობა:
43 წუთი
წელი:
2022
აუდიო:
სუბტიტრები:
HR
ქვეყანა:
საქართველო
პროდიუსერები:
Mariam Jachvadze, Tamara Mshvenieradze
წარმოება:
Chai Khana
დისტრიბუცია:
Chai Khana
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.