აუდიო:
უსახელო თბილისი, Chai Khana-სთან და KineDok-თან თანამშრომლობით, მოხარულია მოგიწვიოთ ორი ფილმის ჩვენებაზე: ივან რამლიაკის “ერთხელ ახალგაზრდა” და ანნა ძიაპშიპას “ძვირფასი ბინძური თბილისი” ორივე ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია ანნა ძიაპშიპასთან, რომელსაც მარიამ კახნიაშვილი გაუძღვება.
ღონისძიებაში მონაწილეობით, ვიზიტორი იძლევა ნებართვას გადაიღოს და აუდიო-ვიზუალურად გადაიღოს თავისი პიროვნება KineDok პროექტის სარეკლამო მიზნებისთვის.
მარკო ჩალკოვიჩი - ფოტოგრაფი, მოგზაური და ბოჰემური ცხოვრების მიმდევარი. ამის მიღმა, 90-იანი წლების ომისშემდგომი ხორვატიის მძიმე გარემოში გაზრდილი თაობის მემატიანე. ეს ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი, რომელიც არქივის ფოტოებით, ვიდეო მასალებითა და ახლობლებთან ჩაწერილი ინტერვიუებით არის აწყობილი, ტრამვირებული ახალგაზრდა თაობის ხელახლა აღმოჩენილ იდენტობაზე გვიყვება.
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.