პუტინი ქვეყანას დიდი ომისთვის იმაზე გაცილებით ადრე ამზადებდა, სანამ ომი დაიწყებოდა. 2012 წლიდან რუსეთში რეპრესიულ კანონებს იღებენ, რომლებიც ყველა განსხვავებული და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანსა თუ სამოქალაქო ორგანიზაციას, „უცხო ქვეყნის აგენტად“ მოიხსენიებს. ამ ახალ რეალობაში რამდენიმე რუსული მედია და აქტივისტი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს და მუშაობას განაგრძობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მათი მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ფილმი გადაღებულია ომის დაწყებამდე და მის შემდგომ პერიოდში, იმ გადამწყვეტ ერთ წელში, როცა რუსეთში დემოკრატიის უკანასკნელი დამცველები რჩებიან. ფილმი „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ განსხვავებული მომავლის იმედსაც სახავს.
ფილმის შესახებ
უყურეთ ონლაინ
ორიგინალური სათაური:
Of caravan and the dogs
რეჟისურა:
ასკოლდ კუროვი, ანონიმური 1
ხანგრძლივობა:
89 წუთი
წელი:
2024
სუბტიტრები:
EN, GE
პროდიუსერები:
ასკოლდ კუროვი
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.