Ბრუტალური შენობა, რომელიც სოციალიზმის სიამაყე უნდა ყოფილიყო და იუგოსლავიის ისტორია უნდა აესახა, სარდაფში აშენდა. Სწორედ აქ პოულობენ თავშესაფარს ახალგაზრდა გოგო მილიკა და მოხუცი მათხოვარი მარა. Როგორი გავლენა ექნება მათ ცხოვრებაზე არა მხოლოდ გოგონას დედის დაბრუნებას, არამედ ამ შენობის საკონცერტო დარბაზად გადაკეთების გადაწყვეტილებას?
ფილმის შესახებ
თრეილერი
ღამით ქარმა გაიღვიძა და ყველა ჩვენი გეგმა გაანადგურა. ანდაზა ფილმის დასაწყისში ირეკლავს არა მხოლოდ ტიტულოვანი მუზეუმის დაუსრულებელ შენობას, არამედ უსახლკარო და მომავალწართმეული ადამიანების ბედსაც, რომლებმაც ბინა სწორედ იქ დაიდეს, სადაც 1960-იანი წლების სოციალისტური წყობის მიზნები და ოცნებები რეალობად ვერ იქცა. ისმის კითხვა: როგორ გავუმკლავდეთ ოცნებებისა და იდეალების ნგრევას?
კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე დაკვირვებით, რომელიც ძირითადად, სამი ქალი პერსონაჟის სახითაა წარმოდგენილი, რეჟისორი შთამბეჭდავი მეტაფორულობით აღწერს დღევანდელი ბელგრადიდან სოციალურად დაუცველი ადამიანების განდევნას. ეს ჯერ კიდევ სოციალისტური წარსულიდან მომდინარეობს, რომლის ხატიც ვერდასრულებული მუზეუმის შენობაა და რომელშიც საზოგადოების ნაწილმა თავშესაფარი იპოვა. Როცა მილიკასთან და დედამის ვერასთან ერთად სარდაფს ვტოვებთ და მათ ბელგრადის ქუჩებში მოხეტიალეებს ვხედავთ, შეუძლებელია არ დაგვაინტერესოს, სად გაქრა სოციალისტური უტოპია?!
ორიგინალური სათაური:
Muzej revolucije
რეჟისურა:
Srđan Keča
ხანგრძლივობა:
90 წუთი
წელი:
2021
აუდიო:
Serbian, Romani
სუბტიტრები:
HR, EN, CZ, SK, HU, GE, RO
ქვეყანა:
ჩეხეთი, ხორვატია, Serbia
პროდიუსერები:
Vanja Jambrović, Srđan Keča
წარმოება:
Restart
დისტრიბუცია:
Restart
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.