წყალს საზღვრები არ აქვს

მას შემდეგ, რაც 1993 წელს საქართველომ აფხაზეთის რეგიონზე კონტროლი სრულად დაკარგა, ენგურის ჰიდრო ელექტრო სადგური საზღვარმა შუაზე გაყო. სადგურსა და კაშხალს შორის გადაჭიმული 15 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბი დღეს თვითაღიარებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი და უკანასკნელი კავშირია. ფილმის რეჟისორი საზღვრის გადალახვას და სადგურის ნახვას ცდილობს. ინჟინერ-მექანიკოსი ირაკლი კი მისი მთავარი მეგზურია. მათი ყველა მცდელობა, გადალახონ საზღვარი, კრახით სრულდება. თუმცა გზად ისინი აწყდებიან დაფარულ, საიდუმლო ამბებს, რომლებიც ზედაპირზე ისეთივე უხილავია, როგორც 15 კილომეტრიანი გვირაბი მიწის ქვეშ, რომლის კარებიც მოულოდენლად იხსნება.

ფილმის შესახებ

ორიგინალური სათაური:

წყალს საზღვრები არ აქვს

რეჟისურა:

მარადია ცაავა

ხანგრძლივობა:

85 წუთი

წელი:

2021

პროდიუსერები:

მარიამ ჭაჭია

წარმოება:

Opyodoc

როგორ მოგეწონათ ფილმი?

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.