ზაფხულის მზიან დილას, 10-ის ნახევარზე, ქალაქი უკვე საცობშია გახვეული. მანქანები და ავტობუსები მძიმედ მიიწევენ წინ. მეც იქვე ვარ, სკუტერით. უმოძრაო ქალაქში ნელა ვმოძრაობ და ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულები არიან მოიცადონ. რაზე ფიქრობენ ამ დროს? რას აკეთებენ? განვლილ ცხოვრებაზე ჩაფიქრდებიან ხოლმე? შეცდომებს იხსენებენ? სიხარულის წუთებით ტკბებიან, თუ სინანულს ებრძვიან? საერთოდ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა ამბები იმალება მათი გამომეტყველების უკან. ,,საცობის დღიურები” ინტროსპექციული მოგზაურობაა, რომელიც რთული და აუტანელი ურბანული ყოფის ამოცნობას ცდილობს. ის სხვადასხვა ადამიანის გონებაში მოგზაურობს და მხოლოდ ერთ კითხვას სვამს: სად არის მათი ფიქრი, როცა გზას ვერ აგრძელებენ?
ფილმის შესახებ
ზაფხულის მზიან დილას, 10-ის ნახევარზე, ქალაქი უკვე საცობშია გახვეული. მანქანები და ავტობუსები მძიმედ მიიწევენ წინ. მეც იქვე ვარ, სკუტერით. უმოძრაო ქალაქში ნელა ვმოძრაობ და ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულები არიან მოიცადონ.
რაზე ფიქრობენ ამ დროს? რას აკეთებენ? განვლილ ცხოვრებაზე ჩაფიქრდებიან ხოლმე? შეცდომებს იხსენებენ? სიხარულის წუთებით ტკბებიან, თუ სინანულს ებრძვიან? საერთოდ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა ამბები იმალება მათი გამომეტყველების უკან.
,,საცობის დღიურები” ინტროსპექციული მოგზაურობაა, რომელიც რთული და აუტანელი ურბანული ყოფის ამოცნობას ცდილობს. ის სხვადასხვა ადამიანის გონებაში მოგზაურობს და მხოლოდ ერთ კითხვას სვამს: სად არის მათი ფიქრი, როცა გზას ვერ აგრძელებენ?
ორიგინალური სათაური:
საცობის დღიურები
რეჟისურა:
Dea Tcholokava
ხანგრძლივობა:
18 წუთი
წელი:
2023
აუდიო:
სუბტიტრები:
EN, HU
ქვეყანა:
საქართველო
წარმოება:
Chai Khana
დისტრიბუცია:
Chai Khana
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.