KineDok Georgia წარმოგიდგენთ ქეთი მაჭავარიანის ფილმს “მზიური”

გაზიარება:

KineDok Georgia წარმოგიდგენთ ქეთი მაჭავარიანის და ცისანა ხუნდაძის ფილმს “მზიური”, რომელიც მაყურებელს მიუძღვება თბილისის ვიწრო ქუჩებსა და ბეტონის უსახურ კვარტლებში, ახედებს ბინებში, სახლებსა და უბნებში, ასმენინებს მწვავე სოციალური და პოლიტიკური თემების ირგვლივ თბილისის მოქალაქეების ფიქრებსა და იმედებს.

KineDok Georgia-მ ქართული დოკუმენტური კინოსა და ქართველი რეჟისორების ფართო აუდიტორისთვის გაცნობა 2022 წლიდან დაიწყო. ვიდრე ახალი კატალოგის ფილმები გახდება ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ, ქეთი მაჭავარიანის ფილმი მზიური” ნახოთ. ფილმის სანახავად მოგვწერეთ პირადი შეტყობინება, ან დააკომენტაროთ პოსტზე.

ქეთი მაჭავარიანისა და ცისანა ხუნდაძის პროექტი CineDoc Tbilisi-ის ფარგლებში ჩატარებულ Civil Pitch-ის გამარჯვებულია, ამ გამარჯვებამ რეჟისორებს შესაძლებლობა მისცა, ფილმზე მუშაობა დაეწყოთ. “მზიურის” პრემიერა 2021 წელს კანადაში ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე, HOTDOCS, გაიმართა და ჟიურის საპატიო აღნიშვნა დაიმსახურა.

2022 წლის განმავლობაში KineDok-ის პარტნიორ ქვეყნებში (ჩეხეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი) ფილმის “მზიური” 40-მდე ჩვენება გაიმართა.

მზიური

მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიური კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა.

უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს ახლავე.

გააცოცხლეთ კულტურა თქვენს ქალაქში

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.