როგორ დავგეგმოთ კინოჩვენება?

ქუთაისი [ 27-28 იანვარი ]

გაზიარება:

KineDok Georgia, "ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი" და "დაუკრეფავი" გიწვევთ 27-28 იანვარს ქუთაისში ვორქშოფზე მათ, ვინც დაინტერესებულია ღია ლექციების, შეხვედრებისა და კინოჩვენებების ორგანიზებით. ვორქშოფი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture მხარდაჭერით, კულტურული და ინოვიაციური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის “Film Cities: Kutaisi and Poti” ფარგლებში.

ორი დღის განმავლობაში ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კინოჩვენების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები - სივრცის ტექნიკურად მოწყობა, აუდიტორიის მოზიდვის სტრატეგიები; კულტურის სფეროში არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური თემები.

განვიხილავთ ასევე KineDok-ს დოკუმენტური კინოს კოლექციას, რომლის ჩვენება წლის მანძილზე ყველა მონაწილე ორგანიზაციასა და კინომოყვარულს შეეძლება. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებსაც ვნახავთ და ვიმსჯელებთ მათზე.

დასწრება შეუძლიათ იმერეთში არსებული:

- სხვადასხვა კულტურული სივრცის მენეჯერებს (გალერეებს, კულტურის ცენტრებს და ა.შ);

- კაფეებისა და ბარების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ თავიანთ სივრცეში კინოჩვენებების მოწყობა;

- საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

განაცხადის საფუძველზე შეირჩევა 5 მონაწილე. მგზავრობისა და დარჩენის ხარჯები ანაზღაურდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2024

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

განაცხადის ფორმა

გააცოცხლეთ კულტურა თქვენს ქალაქში

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.