2023

წმინდა დილემა

Religion
Family
ქვეყანა: , უნგრეთი

ნებისმიერი მღვდლის მსგავსად, რობი ღმერთის ერთგულია და თავის მრევლს ემსახურება. თუმცა ის თავისი ოჯახის და შვილების ერთგულიცაა, რის გამოც ახლა ის რთული არჩევანის წინაშე დგას.

მთელი სიჩქარით

Family
Feel good
ქვეყანა: ჩეხეთი, სლოვაკეთი

21-ე საუკუნეს Მასკულინობის კრიზისი ამოძრავებს. Ბევრი მამაკაცი ეკითხება საკუთარ თავს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება ქცევის იმ ნორმებით, რომლითაც აღიზარდნენ. ამ დროს სამყარო მათ გარშემო ფემინიზმმა მოიცვა.

პონგოს მოწოდება

ქვეყანა: ჩეხეთი, სლოვაკეთი,

15 წლის წინ შტეფან პონგომ, ოჯახთან ერთად, მშობლიური სლოვაკეთი დატოვა და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. Მარტივი მიზეზი ჰქონდა - ქსენოფობია, რასიზმი და ბოშა მოსახლეობის სისტემური ჩაგვრა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. Მიუხედავად ამისა, შტეფანი თავის წარმომავლობას არ ივიწყებს.

ატონალური გაბრწყინება

Arts
Children's rights
ქვეყანა: საქართველო

ფილმის მთავარი გმირია 10 წლის გენიოსი კომპოზიტორი გიორგი ზედგინიძე, რომელიც ბავშვური სიმარტივისა და მოწიფული ემოციების უნიკალურ კომბინაციას წარმოგვიდგენს.

თეთრით თეთრზე

Environment
AI
ქვეყანა: სლოვაკეთი, ჩეხეთი

ვიდეო დღიური, რომელიც მოიცავს ანტარქტიდის ლანდშაფტის სურათებს, ხელოვნურ ინტელექტთან დიალოგებს და ადამიანს საკუთარ არსებობაზე აფიქრებს.

ზედმეტად ახლოს

Family
Justice
ქვეყანა: უნგრეთი, რუმინეთი

ანდრეა თეატრის მსახიობია, რუმინეთის ერთ-ერთ სოფელში მშვიდად ცხოვრობს ქალიშვილ პირკოსთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. თუმცა, მათი ცხოვრება დიდ ტრავმას მალავს. ეს ვლინდება ანდრეას ყოფილი მოძალადე ბოიფრენდის პიკოს დაბრუნებისას, როცა ის ციხიდან გამოდის და უბრუნდება ოჯახს, რომელსაც ამდენი ტკივილი მიაყენა.

კიმი

Arts
Portrait
ქვეყანა: უნგრეთი

Როგორ შეიძლება ქაოსმა და ტკივილმა ხელოვნების უსაზღვრო მშვენიერებამდე მიგიყვანოს?

ანას პროცესი

Gender equality
Justice
ქვეყანა: საქართველო

ფილმის „ანას პროცესი“ მთავარი გმირი მიუყვება რამდენიმე პროცესს, სადაც კაცებით დომინირებულ სივრცეებში საკუთარი თავისთვის და სხვა ქალებისთვის ანამ უნდა გაიმარჯვოს. პატრიარქალური კულტურის მცდელობა, დაჩაგროს, გააჩუმოს და უხილავი გახადოს ქალი, ამ გამარჯვებას შეუძლებელს ხდის.

ტრავმაზე დიდი

Empowering
Solidarity
ქვეყანა: ხორვატია

1990-იან წლებში იუგოსლავიის ომმა ღრმა ჭრილობები დაუტოვა მოსახლეობას. Მეოთხედი საუკუნის შემდეგ, მათ სამკურნალოდ თერაპიული ჯგუფი შეიქმნა.

ტაგას არწივები

Sports
Portrait
ქვეყანა: რუმინეთი, სლოვაკეთი

ამბავი ფეხბურთის გუნდზე, რომელიც თამაშს იშვიათად იგებს და მათ კეთილშობილ მენეჯერზე, რომელიც, თავის მხრივ, ყველა კაცისთვის გამარჯვებულია.

რევოლუციის მუზეუმი

How we live
Social
ქვეყანა: ჩეხეთი, ხორვატია, Serbia

Ბრუტალური შენობა, რომელიც სოციალიზმის სიამაყე უნდა ყოფილიყო და იუგოსლავიის ისტორია უნდა აესახა, სარდაფში აშენდა. Სწორედ აქ პოულობენ თავშესაფარს ახალგაზრდა გოგო მილიკა და მოხუცი მათხოვარი მარა. Როგორი გავლენა ექნება მათ ცხოვრებაზე არა მხოლოდ გოგონას დედის დაბრუნებას, არამედ ამ შენობის საკონცერტო დარბაზად გადაკეთების გადაწყვეტილებას?

აღდგომა

History
Politics
ქვეყანა: საქართველო

როცა ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენა გადაწყვიტა, სტალინის მშობლიური ქალაქის, გორის კომუნისტური პარტიის წევრებმა დაიწყეს ბრძოლა სტალინური იდეოლოგიის დასაბრუნებლად და მისი ძეგლის აღსადგენად. თუმცა, ქვეყნის ახალი რეალობის პირისპირ, მათი ოცნებები იმსხვრევა და მიზნის მიღწევა საეჭვო ხდება.

ყველაფერი კარგად მთავრდება

Environment
How we live
ქვეყანა: ჩეხეთი

ფილმი ერთგვარი მედიტაციაა ადამიანებისა და ფუტკრების ურთიერთობაზე. ის ცდილობს, ამ პატარა უნიკალური არსებების სულიერებაზე დაგვაფიქროს. ფილმი იკვლევს, რა მნიშვნელობა აქვთ ფუტკრებს ბუნებაში. ამ საუცხოო მწერების სახეობაზე Მედიტაცია ასევე მიანიშნებს კაცობრიობის პრობლემაზე, რომელიც იწყება ადამიანის ეგოისტური მცდელობით, უარყოს ბუნებრივი წესრიგი. არიან კი ადამიანები ამ ძლევამოსილი სისტემის ნაწილი, თუ საკუთარი ქმედებებით მხოლოდ უხეშად იჭრებიან ამ სისტემაში? უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს მდგომარეობა თავადაც აზიანებთ?

ეწვიეთ ჩვენს ჩვენებებს.

გააცოცხლეთ კულტურა თქვენს ქალაქში

KineDok-ის საშუალებით, ფილმებს შეგიძლიათ უყუროთ კომფორტულად, თქვენი სახლიდან.

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.