21-ე საუკუნეს Მასკულინობის კრიზისი ამოძრავებს. Ბევრი მამაკაცი ეკითხება საკუთარ თავს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება ქცევის იმ ნორმებით, რომლითაც აღიზარდნენ. ამ დროს სამყარო მათ გარშემო ფემინიზმმა მოიცვა.
ფილმის შესახებ
თრეილერი
იაროსლავი შუახნის კრიზისის ზღვარზეა, სმენის პრობლემები აქვს და გაჭირვებით აკმაყოფილებს დაბალი საშუალო კლასის სტანდარტებს. Სმენის პრობლემების გამო, მას ავტოკროსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, არადა მისმა საყვარელმა ჯიტკამ ეს მისთვის უკვე მოაწყო. ჯარდამ ვარჯიში დააწყებინა და გამარჯვების იმედი აქვთ. თუმცა, საკითხავია, ეს მხოლოდ სპორტის სიყვარულია?
Რეჟისორი მირო რემოს ფილმის მონტაჟის სტილი, დიდწილად, მიჰყვება ხმაურიანი ძრავებისა და რბოლების რიტმს, რომელსაც წყვილისთვის ბედნიერი დასასრული არ აქვს. თუმცა, მას ის გარემოებები უფრო მეტად აინტერესებს, რომლებშიც მისი პერსონაჟები აღმოჩნდებიან ხოლმე. Მის პერსონაჟს - ჯარდას უიღბლო ქორწინება განსაზღვრავს. უფრო სწორად, მისი უუნარობა იყოს კარგი პარტნიორი, მამა ან ავტომრბოლელი. ამის პარალელურად, ის დიქტატორი დედისგან იჩაგრება, რომელიც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჯარდას სისუსტეს და არასაკმარის მამაკაცურობას. ის და ჯარკა ცდილობენ ჰქონდეთ კონსტრუქციული ურთიერთობა და წარმატებასაც მიაღწიონ ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლებელია კი ასეთი რამ მათ სიტუაციაში? Რა ზღვარია ეს სინამდვილეში, რომელიც იკვებება არა საწვავით, არამედ იმედგაცრუებითა და წარუმატებლობით. ეს კი, თითქოს, ჩვენი რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიის ბუნებრივი მემკვიდრეობაა.
ორიგინალური სათაური:
Láska pod kapotou
რეჟისურა:
Miro Remo
ხანგრძლივობა:
85 წუთი
წელი:
2021
აუდიო:
,
სუბტიტრები:
HR, EN, CZ, SK, HU, GE, RO
ქვეყანა:
ჩეხეთი, სლოვაკეთი
პროდიუსერები:
Vít Janeček, Miro Remo
წარმოება:
D1Film
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.