ზედმეტად ახლოს

ანდრეა თეატრის მსახიობია, რუმინეთის ერთ-ერთ სოფელში მშვიდად ცხოვრობს ქალიშვილ პირკოსთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. თუმცა, მათი ცხოვრება დიდ ტრავმას მალავს. ეს ვლინდება ანდრეას ყოფილი მოძალადე ბოიფრენდის პიკოს დაბრუნებისას, როცა ის ციხიდან გამოდის და უბრუნდება ოჯახს, რომელსაც ამდენი ტკივილი მიაყენა.

ფილმის შესახებ

თრეილერი

Family
Justice

Რას აკეთებ მაშინ, როცა საკუთარ სახლში გარიყული აღმოჩნდები? Ზუსტად ამ სიტუაციაში არიან ანდრეა, მისი ქალიშვილი და მისი ვაჟი, როცა სამეზობლოში მოძალადე ყოფილი ბოიფრენდი ბრუნდება. Როგორ დააჯერებ ურწმუნო მეზობლებს ვინ მსხვერპლია და ვინ ბოროტმოქმედი?

ეს დაბრუნება სამეზობლოში ჭორებისა და სპეკულაციების საბაბი ხდება. ვინ არის სინამდვილეში მომხდარში დამნაშავე? ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც საკუთარ სახლში პატიმრად იქცა. ანდრეა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შვილებმა ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ. კამერის ახლო ხედებით, ერთ სახლში განვითარებული ამბით და უნიკალური ხმოვანი რიგით მაყურებელი გრძნობს, როგორ იზრდება დაძაბულობა ანდრეასა და დანარჩენ სოფელს შორის. დებიუტანტი რეჟისორი ბოტონდ პუსოკი მთელი სიზუსტით ასახავს რუმინეთის პერიფერიაში გაბატონებულ ტოქსიკურ გარემოს, მეზობლების ჭორებს კი მოჩურჩულე ხმებით გვაცნობს. ის ქმნის კლაუსტროფობიულ საშინელებათა ფილმს, რომელიც სავსეა სიმბოლიზმით, ინტიმურობით, დაუჯერებელი ძალით, რომელსაც ფილმს ქალი პროტაგონისტები ანიჭებენ.

თრეილერი

ორიგინალური სათაური:

Apropierea

რეჟისურა:

Botond Püsök

ხანგრძლივობა:

85 წუთი

წელი:

2022

აუდიო:

,

სუბტიტრები:

HR, EN, CZ, SK, HU, RO, GE

ქვეყანა:

უნგრეთი, რუმინეთი

პროდიუსერები:

Irina Malcea

დისტრიბუცია:

Anja Dziersk

როგორ მოგეწონათ ფილმი?

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.