9 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით შეგიძლიათ უყუროთ ქეთი მაჭავარიანის ფილმს "მზიური". ფილმის სანახავად მოგვწერეთ პირადი შეტყობინება ან მეილზე films@kinedok.net. ფილმი ხელმისაწვდომია უფასოდ KineDok-ის ყველა პარტნიორ ქვეყანაში (საქართველო, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ხორვატია)
13 მარტს გაიმართა დისკუსია ფილმის გარშემო, ასევე შევეხეთ წინა კვირის მოვლენებსაც. ქართულმა საზოგადოებამ იძულებული გახადა მმართველი პარტია უკან დაეხია და გაეწვია „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.
დიკუსიის მონაწილეები იყვნენ ფილმის რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი და ფილმის იდეის ავტორი და ფსიქოლოგი ცისანა ხუნდაძე. დისკუსიას მოდერაცია გაუწია ქართველმა დოკუმენტალისტმა და Chai Khana-ს რედაქტორმა ნინო ორჯონიკიძემ.
მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა მის საარსებო წყაროს სოციოლოგიურ კომპანიაში ინტერვიუერის ხელფასი წარმოადგენს. სამსახური მზიურის მარტოობისაგან თავის დაღწევის და გარესამყაროსთან ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებაცაა. მაყურებელი მზიურისთან ერთად მოგზაურობს ვიწრო თბილისურ ეზოებსა და უშნო ბეტონის ჯუნგლებში , ასე ვეცნობით განსხვავებულ სახლებს, ბინებს და ზოგადად ადგილობრივი ცხოვრების თავისებურებებს. მზიურის მეშვეობით ვისმენთ მოქალაქეების იმედებს ,ფიქრებს და აზრებს მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე. ფილმის ბოლოს მზიური თვითონ აღმოჩნდება კამერის წინ და რესპონდენტის როლში გვიზიარებს საკუთარ ოცნებებს.
მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიური კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა.
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.