ძვირფასო აუდიტორიავ, ვინ ხარ?

დინა პოკრაიაცი, Dokukino KIC-ის მენეჯერი, Restart, ხორვატია

მიმდინარე თავში შევაჯამებთ ხორვატიაში, „დოკუკინოში,” სხვადასხვა აუდიტორიისთვის გამართული კინოჩვენებების გამოცდილებას. ჩვენს პროგრამას, პირველ რიგში,  მიმდინარე სოციალური საკითხები განსაზღვრავს. პროგრამაში წარმოდგენილი ფილმები ინოვაციური მიდგომებით და მხატვრული ხერხების გამოყენებით სოციალურად და პოლიტიკურად რელევანტურ თემებს ეხმიანება, როგორიცაა: ჯენტრიფიკაცია, ეკოლოგია, მიგრაცია, კოლონიური მემკვიდრეობა, საერთო სიკეთის დაცვა, სქესობრივი და გენდერული თანასწორობა, სოციალური ცვლილებები, დემოკრატიზაციასთან და მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები, მედია და საზოგადოებრივი სფერო, ალტერნატიული ეკონომიკური მოდელები.  ჩვენ ვირჩევთ საკამათო და დელიკატურ თემებს და დოკუმენტური ფილმების მეშვეობით ამ საკითხების შესახებ დიალოგის დაწყებას ვახალისებთ. ფილმის ჩვენებას მოჰყვება დისკუსია, რომელსაც როგორც წესი, მოდერაციას უწევენ − მივესალმებით განსხვავებულ მოსაზრებებს და ხელს ვუწყობთ კრიტიკული აზროვნების პროცესს.

კურატორის არჩევანი

„იმის თქმას არ ვაპირებ, რომ იოლია, ასე ნამდვილად არ არის. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ზოგჯერ მხოლოდ ერთი ფილმია (რომელზეც ფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა) საკმარისი იმისთვის, რომ აუდიტორია სამუდამოდ დაკარგო. წარმატებისთვის აუცილებელია კარგი პროგრამის შენარჩუნება, სიახლეების ცდა და მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა. ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი მაყურებელი მადლობას გიხდის. ასეთ დროს ვხედავთ ჩვენი საქმიანობის მიზანს და მნიშვნელობას"

ანა

სოციალური აქტივობა
კომფორტი და გართობა

კინო, როგორც მისაღები ოთახი

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დოკუმენტური ფილმების ნახვა კავშირშია სოციალიზაციასთან. „დოკუკინოში” ჩვენი მთავარი მიზანია, დოკუმენტური ფილმების ჩვენება მყუდრო და ინტიმურ ატმოსფეროში გავმართოთ. ჩვენებების დროს, ჩვენი კინოთეატრი მისაღებ ოთახად გადაიქცევა, კომფორტული სკამებით და შესაძლებლობით, რომ ფილმის რეჟისორს ან შემოქმედებით ჯგუფს არაფორმალურ გარემოში გაესაუბროთ. რეგულარულად ვეკონტაქტებით ჩვენს სტუმრებს, ყოველთვის ვპასუხობთ მათ კომენტარებს და შეთავაზებებს. ჩვენი აუდიტორიისგან ხშირად ვიღებთ შემდეგი შინაარსის შეტყობინებებს:

ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ფილმის ჩვენებით, შექმენით გამოცდილება

როგორ გავზარდოთ მაყურებლის ცნობისმოყვარეობა?

აუდიტორიის დასწრება, როგორც წესი, ივნისიდან იკლებს. სწორედ ამიტომ ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გარე სივრცეებში ვიწყებთ ფილმების ჩვენებას, მაგალითად, ზაგრების ხელოვნების პარკში, რომელიც ნამდვილი ოაზისია ზაგრების ცენტრში და იდეალური ადგილია ზაფხულის ცხელი თვეების გრილად გასატარებლად. 2023 წელს ჩვენებების წარმატებული სერია "Doksi u Kleti" გვქონდა სივრცეში Klet, რომელსაც ახალი სიცოცხლე აჩუქეს ადგილობრივმა არტისტებმა და კულტურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა. ჩვენ ვპოულობთ მოკავშირეებს, ვინც დოკუმენტური კინოსადმი მაყურებლის ყურადღების მიპყრობაში დაგვეხმარება. ეს ადამიანები არიან ხელოვანები, აქტივისტები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. ამავდროულად, ფილმის ჩვენება ფართო სპექტრის ღონისძიებების (კონცერტები, სემინარები, ქუჩის ხელოვნება, ფლიმარკეტი) ნაწილი ხდება. მაგალითად, ,,პლასტმასისგან თავისუფალი ივლისი" შესანიშნავი ინიციატივაა, რომელმაც საშუალება მოგვცა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, Zelena akcija-თან თანამშრომლობით, გარემოსდაცვით თემატიკაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები გვეჩვენებინა.

1. აქტიურად ადევნეთ თვალი მიმდინარე ამბებს, გამოყავით სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის თემები და წაახალისეთ ამ საკითხების შესახებ დისკუსია;

2. მიიღეთ გაბედული, კრეატიული გადაწყვეტილებები პროგრამის შედგენისას, ნურასდროს დააკნინებთ თქვენს აუდიტორიას;

3. პროცესში ჩართეთ გარშემომყოფები და იყავით ღია მათი შემოთავაზებებისთვის − უზრუნველყავით აუდიტორია მრავალფეროვანი პროგრამით და წაახალისეთ მათი ჩართულობა;

4. მცირე ჟესტებით მაყურებლებს თავი მყუდროდ და კომფორტულად აგრძნობინეთ, რათა შემდეგ ჩვენებებზე თქვენს სივრცეს კვლავ ესტუმრონ;

5. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ფილმის ჩვენებით, ამის ნაცვლად დასამახსოვრებელი და სასიამოვნო გამოცდილება შექმენით;

6. ჩამოაყალიბეთ დიდი საკომუნიკაციო ქსელი და თითოეული ფილმისთვის განსაზღვრეთ აუდიტორია. მიმართეთ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე მორგებულ და გამორჩეულ ციფრულ მარკეტინგს;

7. შესთავაზეთ თქვენს აუდიტორიას სხვა აქტივობებიც (სემინარები, წარმოდგენები, გამოფენები, კონცერტები და სხვა.)

წყაროები

ფოტოებ:

BISTRIČIĆ, Sanja; ŠARLIJA, Zoe; MAGZAN, Anto; PLANINC, Borut, BERDAIS, Klara and Leonardo KLANCIR

Archive of our screening venue (Dokukino)

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.