დაათვალიერეთ წლევანდელი კატალოგი

მოთვინიერება

Social
ქვეყანა: საქართველო

საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს.

მზიური

ქვეყანა: საქართველო

მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიური კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა.

ახალი ცვლა

ქვეყანა: ჩეხეთი

ტომასი ნახშირის მომპოვებლად მიწის ქვეშ 25 წელია მუშაობს. Როცა ფინანსური ზარალის მიზეზით, მაღარო იხურება, მას პროგრამისტის ახალ კარიერას სთავაზობენ. ტომასი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული განათლების პროგრამაში ერთვება და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოსთვის იწყებს მზადებას.

სამი დივა

ქვეყანა: უნგრეთი

ფილმი “სამი დივა,” პირველ რიგში, საკუთარი თავის პოვნასა და დაფასებაზე, მეგობრობის მნიშვნელობაზე, ოცნებების გამორკვევაზეა. Რეჟისორი სამ გმირთან დიალოგში ერთვება და ძალიან მიმზიდველ კინემატოგრაფიულ მოგზაურობაში გვიწვევს.

თოჯინების სახლი

How we live
Feel good
ქვეყანა: რუმინეთი

რეჟისორი ტუდორ პლატონი თავის ბებოსთან და მის მეგობრებთან ერთად რუმინეთში, ქალაქგარეთ აგარაკზე მიდის. Ჩვეულებრივი არდადეგები 70 წლის ქალების რეალური ისტორიებით, მხიარულებით და წუხილებით გაჯერებული, მათი ცხოვრების, დიდი ხნის მეგობრობისა და თაობებს შორის ურთიერთგაგების სურათს ხატავს.

ინტენსიური სიცოცხლის განყოფილება

ქვეყანა: ჩეხეთი

როგორ ვიცხოვროთ ღირსეულად ავადმყოფობასთან ერთად? პალიატიური მზრუნველობა სწორედ ამას გულისხმობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოვრება ხანმოკლეა. Სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

ტყე

ქვეყანა: რუმინეთი

შენიღბული გარემოსდამცველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გლობალურ სინდიკატში შედის, სადაც ხე-ტყის მასალით არალეგალურად ვაჭრობენ.

მავთულხლართი

ქვეყანა: ხორვატია

მძიმე საცხოვრებელი პირობები ყოველთვის აერთიანებდა ხორვატია-სლოვენიის საზღვარზე, მდინარე კუპას ნაპირზე მცხოვრებ ადამიანებს. თუმცა, ახლა, ცხოვრების ეს დინამიკა ხელოვნურად შეჩერებულია. ალუმინის მავთულხლართი ლტოლვილებს სლოვენიაში შესვლის უფლებას არ აძლევს.

ერთხელ, ახალგაზრდობაში

ქვეყანა: ხორვატია

მარკო ჩალკოვიჩი - ფოტოგრაფი, მოგზაური და ბოჰემური ცხოვრების მიმდევარი. ამის მიღმა, 90-იანი წლების ომისშემდგომი ხორვატიის მძიმე გარემოში გაზრდილი თაობის მემატიანე. ეს ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი, რომელიც არქივის ფოტოებით, ვიდეო მასალებითა და ახლობლებთან ჩაწერილი ინტერვიუებით არის აწყობილი, ტრამვირებული ახალგაზრდა თაობის ხელახლა აღმოჩენილ იდენტობაზე გვიყვება.

მეზღვაური

ქვეყანა: სლოვაკეთი

მეზღვაურის პორტრეტი, რომელმაც ზღვის ბობოქარ ტალღებში თავისუფლების საპოვნელად ყველაფერი მიატოვა. სიცოცხლის ბოლოს ფიქრობს იმაზე, თუ რა ელის ამ მოგზაურობის დასასრულს.

ტობის ფერები

ქვეყანა: უნგრეთი

როგორია შენი იდენტობა და როგორ ამყარებ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან, როცა 16 წლის ხარ? “ტობის ფერები” არის ამბავი საკუთარი გენდერული იდენტობის პოვნის, ურთიერთპატივისცემისა და საკუთარი თავის მიღების შესახებ.

ხაზები

ქვეყანა: სლოვაკეთი

როგორ იცვლება ქალაქი ბრატისლავა? თავის დოკუმენტურ ესსეში ბარბორა სლიეპკოვა ურბანულ განვითარებას აკვირდება, სადაც ადგილობრივების პორტრეტები და მათი ყოველდღიურობა ქალაქის თანამედროვე ტრანსფორმაციებზე კრიტიკულ სოციალურ კონტექსტს გვაცნობს.

ეწვიეთ ჩვენს ჩვენებებს.

გააცოცხლეთ კულტურა თქვენს ქალაქში

KineDok-ის საშუალებით, ფილმებს შეგიძლიათ უყუროთ კომფორტულად, თქვენი სახლიდან.

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.